ნოვაკ ჯოკოვიჩი ლეივერის თასს დააკლდება

AutoSharing Option
გამოცხადდა ახალი გუნდური საჩოგბურთო ტურნირის - ლეივერის თასის შემადგენლობა. ეს ტურნირი შვეიცარიელი როჯერ ფედერერის კომპანიის მიერ არის დაარსებული, - იტყობინება Sporting Life.

ჩემპიონატი 22-24 სექტემბერს გაიმართება. ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებისთვის მოთამაშეებს ATP-ის რეიტინგის თანახმად ირჩევდნენ. უკვე ცნობილია, რომ ჩეხეთის დედაქალაქში ვერ ჩავა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი - ამის მიზეზად მან მეორე შვილის დაბადება დაასახელა. ასევე შეიძლება გამოტოვოს ტურნირი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს.

ევროპის ნაკრების კაპიტანი იქნება ბიორნ ბორგი. მის გუნდში ითამაშებენ - რაფაელ ნა
დალი და როჯერ ფედერერი. ჯოკოვიჩსა და მარეის შეცვლიან სტენ ვავრინკა და მარინ ჩილიჩი. დომინიკ ტიმი და ტომაშ ბერდიხი ბორგის ნაკრებში "უაილდ-ქარდით" მოხვდებიან.

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგება ჯონ მაკინროი. მასთან ერთად ითამაშებენ - კეი ნიშიკორი, მილოშ რაონიჩი, ჯეკ სოკი და ნიკ კირგიოსი. "უაილდ-ქარდი" შეიძლება მიიღოს ჯონ ისნერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული