
საქორწინო ცერემონია ჩოგბურთელის მშობლიურ ქალაქ კოსტელში გაიმართა, რომელიც კრაკოვთან ახლოს მდებარეობს. სტუმრებს შორის იყვნენ ჩოგბურთელები - დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და გერმანელი ანჟელიკ კერბერი.
პოლონელი თავის ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს კარიერაში - 2017 წელს, მას 14 მოგება და 11 წაგება აქვს და "დიდი სლემის" არც ერთ ტურნირზე არ გასულა მერვედფინალში. ამ მომენტისთვის, რადვანსკა მე-10 ადგილზეა კლასიფიკაციაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"