თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

AutoSharing Option
2018 წლის 21 ივნისს, თელავში, "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის.

"m2-ის თასზე" მონაწილეობა 11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო - მათ შორის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდებმა. ტურნირს გივი ჩოხელის სახელობის თელავის სტადიონმა უმასპინძლებს.

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები.

მესამე ადგილზე პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ახმეტის გუნდი გავიდა,
ხოლო პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გურჯაანისა და თელავის ბავშვთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ თამაშში გაიმარჯვა და "m2-ის თასის" მფლობელი გახდა გურჯაანის გუნდი.

კომპანია "m² უძრავი ქონება" საფეხბურთო კლუბ "თელავის" გენერალური სპონსორი 2018 წლის 1-ლი მარტიდან გახდა. კომპანია m²-ის კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა.

m²-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.

®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული