"ჩემი ფავორიტების სიაში არ შედის როჯერ ფედერერი. რაფაელის გარდა, ტურნირში გამარჯვებაზე პრეტენზიას გამოაცხადებენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და დავიდ ფერერი. ისინი, ახლა, ბრწყინვალე ფორმაში არიან", - განაცხადა ტონი ნადალმა.
ესპანელი სპეციალისტის სიტყვებით, ფედერერი ძალებს დაზოგავს წლევანდელ როლან გაროსზე.
"ფედერერი თავის ჩვეულ დონეზე ითამაშებს, მაგრამ გამარჯვებაზე პრეტენდეტთა შორის მას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, როჯერი დაზოგავს ძალებს ბალახისა და ჰარდის ტურნირებისთვის, სადაც ის ერთ-ერთი საუკეთესოა", - დაამატა უფროსმა ნადალმა.
ამასობაში, როლან გაროსის მამაკაცთა ბადეს კიდევ ერთი ჩოგბურთელი გამოაკლდა. პარიზის კორტებზე ვერ შეძლებს გამოსვლას ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩი.
ამ ჩოგბურთელის უარის მიზეზი მუცლის კუნთის ტრავმაა, რომელიც მან ანპრილში ბარსელონას ტურნირზე მიიღო და დღემდე ვერ შეძლო გამოჯანმრთელება.
"როლან გაროსი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მწყობრში ჩავმდგარიყავი და პარიზში მეთამაშა, მაგრამ არ გამოვიდა, - განაცხადა ბელუჩიმ. - რისკზე წასვლა არ შემეძლო, ამიტომაც გამოჯანმრთელებას დაველოდები".
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა იუარეს ბრიტანელმა ენდი მარეიმ, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, ამერიკელებმა - მერდი ფიშმა და ბრაიან ბეიკერმა. კითხვის ნიშნის ქვეშ არის შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას თამაში.
გამოქვეყნდება ქალთა და მამაკაცთა სატურნირო ბადეები, ტურნირის კი კვირას დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უცნაური როჯერი როლან გაროსის წინ