ანა ტატიშვილმა სტრასბურგის ტურნირში გამოსვლა დაასრულა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამჟამად 778 ქულით მსოფლიო რეიტინგში 83-ე ადგილზეა.

23 მაისს იგი სტრასბურგის საერთაშორისო ტურნირზე რეიტინგით 49-ე ადგილზე მყოფ 19 წლის კანადელ ეუჟენ ბუშარს დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში დათმო - 3:6, 2:6. ორი წრის დაძლევით ჩვენებური რეიტინგს 70 ქულით გაიმდიდრებს.

მართალია, ანა სტრასბურგს დაემშვიდობა, მაგრამ მალე პარიზში საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ჩაებმება. ამჟამად საკვალიფიკაციო ეტაპის ორთაბრძოლები მიმდინარეობს და ანას მეტოქის ვინაობაც მალე გაირკვევა.

იტალიურ კასერტაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით ასპარეზობს მაკა ჩახნაშვილი.

უკვე გაუწყეთ, რომ
ჩვენებურმა სტარტზე კაროლინა პილოტს (იტალია) აჯობა (6:4, 7:6), მერე მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ კრისტინა დინუს აჯობა (6:3, 3:6, 7:6), 23 მაისს მეოთხედფინალში კი ტურნირის მე-7 ნომერი - ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩი დაჯაბნა - 7:6, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა (მაკამ, რომელიც კლასიფიკაციაში 87 ქულით 410-ეა, უკვე 24 სარეიტინგო ქულა შეიმატა), სადაც მე-2 ნომერ რენატა ვორაკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა 23 მაისს თანამემამულე დენისა ალერტოვას აჯობა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში მელანი კლაფნერი (ავსტრია) და ბეატრის ჰადად მაია (ბრაზილია) ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული