ოქსანა კალაშნიკოვამ საფრანგეთის ღია პირველობაზე წყვილებში ორი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში 978 ქულით 96-ე ადგილზეა, მაგრამ პარიზში საფრანგეთის ღია პირველობაზე დღემდე მიღწეული წარმატებით მონაგარს, პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად, 280 ქულით გაიმდიდრებს. კიდევ ერთ საფეხურს თუ დაძლევს, ეს მაჩვენებელი 500 ქულამდე გაიზრდება.

ოქსანამ და ალისიამ როლან გაროსის სტარტზე უკრაინელი ბურიაჩოკისა და ბრიტანელი უოტსონის ტანდემთან პირველი სეტი 3:6 წააგეს, მაგრამ მომდევნო ორი მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მეორე წრეშიც იგივე განმეორდა: ქართულ-პოლონურმა წყვილმა მე-8 ნომრად განთესილ სუ-ვეი შიესა (ტაივანი) და შუაი პენთანაც (ჩინეთი) დათმო
პირველი ხელი - 4:6, მომდევნო ორში კი იყოჩაღა (6:0, 6:4) და მერვედფინალში აღმოჩნდა, სადაც მე-10 ნომერ კრისტინა მლადენოვიჩი (საფრანგეთი)-გალინა ვოსკობოევასა (ყაზახეთი) და სვეტლანა კუზნეცოვა (რუსეთი)-ფლავია პენეტას (იტალია) წყვილებს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული