მაკა ჩახნაშვილისა და სოფიო შაფათავას კარგი სტარტი ბრეშაში

AutoSharing Option
იტალიურ ბრეშაში სამი დღეა, გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც ორი თბილისელი მონაწილეობს.

მაკა ჩახნაშვილი
შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. სტარტზე მასპინძელ ჯორჯია ბრეშას სძლია სამ სეტში - 6:7, 6:0, 6:2, შემდეგ იულიანა ლიზარაზუს (კოლუმბია) დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:5, 6:3 და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც ტერეზა მარტინცოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა იოლად დაამარცხა (6:0, 6:0) ტამი პეტერსონი (ავსტრალია).

ამავე ტურნირის ძირითადი ბადიდან აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ. წილისყრამ მე-7
ნომრად განთესილი კრისტინა დინუს (რუმინეთი) შეახვედრა. ქართველ ჩოგბურთელს კარპატელის დამარცხება არ გასჭირვებია - 6:1, 6:3.

მეორე წრეში შაფათავას ჩერნოგორიელი დანკო კოვინიჩი ელოდება. მეტოქეები კორტზე ორჯერ გავლენ: ერთეულებსა და წყვილებშიც.

გერმანელ კრისტინა შაკლოვეცთან შეამხანაგებული შაფათავა პირველ წრეში სწორედ დანკა კოვინიჩისა და სტორმ სანდერსის (ავსტრალია) გზიდან ჩამოშორებას შეეცდება.

თურქული აგრის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება მარიამ ბოლქვაძე, მაგრამ პირველივე შეხვედრა ტეა ფებერთან (ხორვატია) წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული