სოფიო შაფათავამ შვეიცარიის ტურნირში პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
შვეიცარიულ ლენზერჰეიდეში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში მეორე ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა.

თბილისელმა სპორტსმენმა 19 ივნისს საკვალიფიკაციოდან აღზევებულ ჯორჯია ბრეშას (იტალია) აჯობა - 6:2, 6:4 და მეორე წრეში გავიდა, სადაც ნასტია კოლარის (სლოვენია) მძლეველ კარინ კენელს (შვეიცარია) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში მერვედფინალში სტორმ სანდერსსა (ავსტრალია) და მარტინა კუბიჩიკოვას (ჩეხეთი) შორის უძლიერესს შეხვდება, თან რეიტინგსაც გაიუმჯობესებს. ამჟამად ქალთა კლასიფიკაციაში შაფათავა 241 ქულით 229-ე ადგილზეა.

დამაჯერებლად ითამაშა ტურნირის რეიტინგფავორიტმა მაშა ზეკ-პესკირიჩმა (სლოვენია), რომელმაც მასპინძელ ჩიარა გრიმს
სძლია (6:3, 6:3) და მერვედფინალში დენიზ ხაზანიუკთან (ისრაელი) გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული