სოფიო შაფათავა გერმანიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
შტუტგარტ-ვაიჰინგენის (გერმანია) ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა მე-5 ნომერი სოფიო შაფავათა, რომელმაც პირველ წრეში დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) აჯობა, 27 ივნისს კი დანიელა ჰარმსენი (ჰოლანდია) დაჯაბნა - 6:3, 6:2.

ჩვენებურის მეტოქე იქნება კვალიფიკაციიდან აღზევებული მასპინძელი ანტონინა ლოტნერი - 27 ივნისს მან მეორე ნომრად განთესილი შტეფანი ვოგთი (ლიხტენშტეინი) ჩამოიშორა გზიდან.

ჯერ კიდევ პირველ წრეში გადაინაცვლა მაყურებლებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ანდრეა მიტუმ (რუმინეთი). პირველი ხელი მან ფრანგ ესტელა გუიზარდს 6:1 მოუგო, მეორეში მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:6; როცა მესამესაც 1:4-ს
აგებდა, ეტყობა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

27 ივნისს ვერც გუიზარდმა იყოჩაღა - ფრანგს კარინ მორგოშოვამ (სლოვაკეთი) აჯობა - 6:4, 6:2 და მეოთხედფინალში მე-8 ნომერ სანდრა ზანიევსკას (პოლონეთი) გაუწევს მეტოქეობას.

საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობა დაასრულა მაკა ჩახნაშვილმა, რომელმაც წარმატებით განვლო ორი წრე, მაგრამ 27 ივნისს მერვე ნომრად განთესილ ალბერტა ბრიანტისთან (იტალია) დამარცხდა 4:6, 6:3, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული