თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ნა ლის 65-წუთიანი პირველი სეტის მოგების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, როცა 5:4-ზე ოთხი სეტბოლი მიიღო და ოთხივე გაანიავა, რის შემდეგაც, ტაი-ბრეიკი წააგო - 5:7.
შემდეგ რადვანსკას ჰქონდა მატჩის
მესამე სეტი რადვანსკას დიდი უპირატესობით წარიმართა და შარშანდელი ფინალისტი 5:1 დაწინაურდა. ნა ლიმ საკუთარ მოწოდებაზე ორი მატჩბოლი მოიგერია და სხვაობა შეამცირა. მატჩის მშვენება გამოდგა მერვე გეიმი, რომელშიც პოლონელმა ხუთი მატჩბოლი გაანიავა, ლიმ კი სამი ბრეიკ-პოინტი. ბოლოს, აგნიეშკამ მაინც იძალა და ნახევარფინალში გააღწია, რითაც უიმბლდონზე ზედიზედ მეორე ფინალში გასვლის შანსი მიიღო.
რა თქმა უნდა, გუშინ ყველაზე დიდი ყურადღება გერმანელ საბინ ლისიცკის ერგო, რომელმაც წინა დღეს სერენა უილიამსი გამოთიშა ბრძოლას. საინტერესო იყო - მოასწრებდა თუ არა ის ძალების აღდგენას ესტონელი კაია კანეპის წინააღმდეგ, რომელმაც გაცილებით ნაკლები ენერგია დახარჯა ბრიტანელი ლორა რობსონის დასამარცხებლად.
ლისიცკიმ დაამტკიცა, რომ კარგად არის მზად ამ უიმბლდონისთვის. მეორე სეტის სტარტზე მცირე პრობლემებს თუ არ ჩათვლით, მან შანსი არ მისცა ბალტიისპირელს და საათსა და ერთ წუთში მოიგო - 6:3, 6:3.
პირველ სეტში გერმანელმა პირველივე გეიმში გააკეთა ბრეიკი, შემდეგ იგივე მეცხრე გეიმში გაიმეორა. მეორე სეტის სტარტზე კი თავად დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ მალე მოეგო გონს და მეტოქის ბრეიკს ზედიზედ ოთხი მოგებული გეიმით უპასუხა, რითაც, ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი.
ლისიცკი მეორედ ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში. პირველად ეს ორი წლის მოხდა და მაშინ მარია შარაპოვასთან წააგო. ახლა, მის შეჩერებას აგნიეშკა რადვანსკა ეცდება. თუ საბინი მოახერხებს ფინალში გასვლას, ის იქნება პირველი გერმანელი 1999 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს. ბოლოს ეს ლეგენდარულმა შტეფი გრაფმა გააკეთა.
* * *
მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ და ბელგიელმა კირსტენ ფლიპკენსმა.
ბარტოლიმ უცნაური მატჩი ჩაატარა ამერიკელი სლოუნ სტივენსის წინააღმდეგ. შეხვედრაში 22 გეიმი გათამაშდა და აქედან ათში ბრეიკი დაფიქსირდა. გარდა ამისა, მატჩის მსვლელობას ხელი შეუშალა წვიმამ. პირველ სეტში ბარტოლი 5:4-ს იგებდა და სტივენსის გეიმში "თანაბარი" იყო ანგარიში, როცა წვიმა წამოვიდა და მატჩი ორსაათნახევრით გადაიდო.
თამაშის განახლების შემდეგ, ფრანგმა ზედიზედ ორი ქულა აიღო და 6:4 მოიგო პირველი სეტი. მეორე პარტიაში არც ერთს არ მისდიოდა თავისი მოწოდება. მარიონმა ზედიზედ ხუთი ბრეიკი (!) გააკეთა და აქედან ოთხჯერ (!!!) "მშრალად" მოიგო მეტოქის გეიმი. 5:4-ზე ბარტოლი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ სტივენსმა მეოთხე ბრეიკი გააკეთა და გაათანაბრა ანგარიში, თუმცა იქვე ისევ ნულზე წააგო საკუთარი გეიმი და მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში, მისი მეტოქე პეტრა კვიტოვა კი უიმბლდონის 2011 წლის ჩემპიონია. მაგრამ, ჩეხს გამოცდილებამ მხოლოდ პირველ სეტში უშველა, რომელიც 6:4 მოიგო.
ფლიპკენსი ბევრ სათამაშო კომპონენტში სჯობდა მეტოქეს, მაგალითად, ბელგიელს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მის მეტოქეს - მხოლოდ სამი. რაც მთავარია, კირსტენი ძალიან აკურატულად თამაშობდა და სამ სეტში სულ რაღაც 5 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო და ბელგიელმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შესაძლოა, კვიტოვას მარცხი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბრალიც იყო. მეორე სეტში ჩეხმა ექიმი იხმო კორტზე და ტემპერატურა გაიზომა...
1/4 ფინალი
საბინ ლისიცკი (გერ, 23)-კაია კანეპი (ესტ) 6:3, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ნა ლი (ჩინ, 6) 7:6(5), 4:6, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 17) 6:4, 7:5; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 20)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8) 4:6, 6:3, 6:4.
1/2 ფინალი
ლისიცკი (23)-ა. რადვანსკა (4); ბარტოლი (15)-ფლიპკენსი (20).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: SERENA OUT - ახლა მოგება რვავე დარჩენილს შეუძლია