2003 წლის სეზონი ფედერერმა მეექვსე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოოდ, წლის მიწურულს მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ, როჯერი 10 წლის განმავლობაში მუდმივად ტოპ-ოთხეულის წევრი იყო.
უიმბლდონის გამარჯვებულმა ენდი მარეიმ შეინარჩუნა მეორე ადგილი. ის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს თითქმის სამი
სერიოზული პროგრესი განიცადა უიმბლდონის ნახევარფინალისტმა, პოლონელმა იერჟი იანოვიჩმა - ის ხუთი პოზიციით ავიდა ზემოთ (22-დან 17-მდე). ანალოგიური წინსვლა ჰქონდა იტალიელ ანდრეას სეპის. მაგრამ, ყველაზე გრძელი ნახტომი გამოუვიდა კიდევ ერთ პოლონელს, მეოთხედფინალისტ ლუკაშ კუბოტს, რომელმაც 130-ე ადგილიდან 68 საფეხურით წაიწია წინ.
ATP-ის რეიტინგი
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 12 310
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 9 360
3(4). დავიდ ფერერი (ესპ) 7 220
4(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 860
5(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 5 785
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 865
7(8). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 500
8(7). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 480
9(9). რიშარ გასკე (საფ) 3 045
10(10). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 2 915
11(13). ტომი ჰაასი (გერ) 2 605
12(11). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 495
13(12). მარინ ჩილიჩი (ხორ) 2 335
14(14). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 2 310
15(15). მილოშ რაონიჩი (კან) 2 225
16(16). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 195
17(22). იერჟი იანოვიჩი (პოლ) 2 154
18(17). ჟილ სიმონი (საფ) 2 055
19(21). ჯონ ისნერი (აშშ) 1 770
20(20). ხუან მონაკო (არგ) 1 740
* * *
უიმბლდონის ქალთა ტურნირზე ჩემპიონობამ მარიონ ბარტოლის ტოპ-ათეულში დაბრუნების საშუალება მისცა. ახალი რეიტინგის მიხედვით, ფრანგმა ჩოგბურთელმა რვა საფეხურით წაიწია წინ და ახლა, მეშვიდე ჩოგანია, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორება გახლავთ. ფინალისტ საბინ ლისიცკისაც ჰქონდა წინსვლა - ის ექვს საფეხურს გადაახტა, ტოპ-ოცეულში შევიდა და მე-18 ადგილზე დამკვიდრდა.
ცვლილება მოხდა პირველ სამეულში - მარია შარაპოვამ გაუსწრო ვიქტორია აზარენკას და მეორე ადგილზე გადავიდა. რუსი 2600 ქულით ჩამორჩება ლიდერ სერენა უილიამსს. ორი პოზიცია დაკარგა გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა და ახლა ის მეცხრე ნომერია. ხუთი ადგილით დაიხია უკან სერბმა ანა ივანოვიჩმა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ TOP20-ის მიღმა მყოფი ორი ჩოგბურთელის გარღვევა: ბრიტანელი ლორა რობსონი 38-დან 27 პოზიციამდე ამაღლდა, ესტონელი კაია კანეპი კი 46-დან 24-მდე.
WTA-ის რეიტინგი
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 895
2(3). მარია შარაპოვა (რუს) 9 235
3(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 825
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 965
5(6). ნა ლი (ჩინ) 5 555
6(5). სარა ერანი (იტა) 5 180
7(15). მარიონ ბარტოლი (საფ) 4 675
8(8). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 435
9(7). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 970
10(9). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 660
11(11). რობერტა ვინჩი (იტა) 3 060
12(10). მარია კირილენკო (რუს) 2 976
13(13). სამანტა სტოსური (ავსტრა) 2 965
14(14). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 925
15(20). კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 2 906
16(17). სლოუნ სტივენსი (აშშ) 2 870
17(12). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 740
18(24). საბინ ლისიცკი (გერ) 2 650
19(16). ნადია პეტროვა (რუს) 2 505
20(18). კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 2 440
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ბრიტანული ტრიუმფი 1936 წლის შემდეგ