მარია შარაპოვამ სტენფორდზე უარი თქვა

AutoSharing Option
რუსული ჩოგბურთის ლიდერმა მარია შარაპოვამ ამერიკის ქალაქ სტენფორდის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა. ეს შეჯიბრი 22-28 ივლისს გაიმართება. შარაპოვას უარის მიზეზია მარცხენა ბარძაყის ტრავმა, რომელიც რუსმა უიმბლდონის ტურნირის დროს მიიღო. ამ ინფორმაციას სააგენტო AP აქვეყნებს.

უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, მარიამ დაზიანება უიმბლდონის მეორე წრეში, პორტუგალიელ მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან მატჩში მიიღო. ის შეხვედრა რუსმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო. შეხვედრის მსვლელობისას მარიამ სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო.

26 წლის შარაპოვას, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილს იკავებს, სტენფორდში განთესვის პირველი ნომერი უნდა მიეღო. ახლა ტურნირზე ყველაზე
მაღალი სტატუსი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას ექნება.

* * *
ჩოგნებისა და საჩოგბურთო ატრიბუტიკის მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია Yonex-მა გააუქმა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან კონტრაქტი.

დანიური გამოცემა Ekstrabladet-ის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო ტურნირებზე, მათ შორის, უიმბლდონზე, ვოზნიაცკი კომპანია Babolat-ის ჩოგნით თამაშობდა, რომელიც შავ ფერში იყო შეღებელი. არადა, სასპონსორო კონტრაქტი დანიელს Yonex-ის ჩოგნით თამაშს ავალდებულებს.

ამჟამად სკანდინავიელი ჩოგბურთელი მეათე ადგილს იკავებს WTA-ს რეიტინგში. დანიელმა თავისი ბოლო ტიტული 2012 წლის ოქტომბერში მოიგო, როცა მოსკოვში "კრემლის თასზე" იმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისი და სხვები: დიდების დარბაზში მატებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული