ამგვარი აღიარება უმცროსმა უილიამსმა მეორედ მოიპოვა - პირველად ასეთი პატივი 2003 წელს ერგო. სერენას წლის საუკეთესო ჩოგბურთელის სახელი მეექვსედ ხვდა.
თბილისელ ანა ტატიშვილს შვედეთის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) მე-2 წრეში სწორედ სერენა უილიამსი ჰყავდა მეტოქედ. ჩვენებურმა პლანეტის უძლიერეს ჩოგბურთელს ვერც ამჯერად გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 2:6, 3:6 დამარცხდა და ერთეულთა ბადეს გამოეთიშა.
გერმანიის 25.000-იან ტურნირში ეკატერინე გორგოძემ სტარტზე მე-2 ნომრად განთესილი
მეორე წრეში გორგოძე სწორედ სიზიკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია სინა ჰაასსა და ჩარლოტე კლასენს (ორივე - გერმანია) შეხვდებიან.
თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, ოთხი ჩოგბურთელი ჩაება.
მათგან სტარტზევე გამოეთიშნენ პაექრობას გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. მეორე წრეში დამარცხდა მიხეილ ხმიადაშვილი - ჩვენებურს რობერტ კომანმა (რუმინეთი) აჯობა - 6:1, 4:6, 6:2.
აი, ალექსანდრე მეტრეველმა კი ორი წრე განვლო წარმატებით - კარუნუდაი სინგხი (ინდოეთი, 6:3, 6:2) და ჯორჯო პორტალური (იტალია, 6:3, 6:7, 6:2) ჩამოიშორა გზიდან. მეოთხედფინალში ჩვენებური მე-7 ნომრად განთესილ ენზო გუაგაუდს (საფრანგეთი) გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"