შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მან დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა და კარლსბადის ტურნირში თამაში დაგეგმა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ნიუ ჰევენშიც აპირებს გამოსვლას. როგორც იცით, ლაპარაკია წყვილთა თანრიგზე, სადაც 32 წლის ჰინგისი სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად გამოვა.
22 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ დაბრუნების შემდეგ ჰინგისი ჯერჯერობით ხუთ ტურნირში გეგმავს თამაშს. კარლსბადისა და ნიუ ჰევენის გარდა, ეს შეჯიბრებებია ტორონტოსა და ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირები და აშშ-ის ღია
ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ჰანტუხოვა მარტინას მუდმივი პარტნიორი წყვილთა თანრიგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ყურადღებით: ისევ როჯერ ფედერერი!