მარინ ჩილიჩი დოპინგზე ჩავარდა

AutoSharing Option
ხორვატული პრესის ცნობით, მსოფლიოს მე-15 ჩოგანი მარინ ჩილიჩი, შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დასაჯონ დოპინგის გამოყენების გამო.

სხვადასხვა წყარო წერს იმის შესახებ, რომ დოპინგ-სინჯმა, რომელიც ჩილიჩისგან აპრილში, მიუნხენის ტურნირის დროს აიღეს, დადებითი შედეგი აჩვენა ერთ-ერთ აკრძალულ პრეპარატზე. ხორვატს სამთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

tennis.com-ის მონაცემებით, მარინს ტესტების შედეგების შესახებ უიმბლდონის მეორე წრის მატჩის წინ შეატყობინეს. ხორვატი ფრანგ კენი დე სხეპერს უნდა შეხვედროდა. საბოლოოდ, ჩილიჩმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე არ გავიდა.

არაოფიციალური ცნობებით, ახლა ჩოგბურთელი მუდმივ კონტაქტზეა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და უკვე დაიწყო სასჯელის მოხდა.
ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, როდის დაუბრუნდება აქტიურ ჩოგბურთს. ზოგიერთი ხორვატული გაზეთი წერს, რომ მარინს უკვე შემდეგ თვეში დართავენ თამაშის ნებას.

ბოლო დროს, ჩოგბურთში გახშირდა დოპინგ-სკანდალები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის 18-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხორვატი და მოლდოველი ჩოგბურთელები საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებაში არიან ეჭვმიტანილნი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩილიჩმა გაიჩალიჩა...
Georgi
09:31 29-07-2013
0

სიახლეები პოპულარული