როჯერ ფედერერი მონრეალს გამოტოვებს, რაფაელ ნადალი - ცინცინატის?

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც მოულოდნელად წააგო გშტაადის ტურნირის მეორე წრე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვი ეპარება მალე გამოჯანმრთელებასა და მონრეალის მასტერსში მონაწილეობაში. შეგახსენებთ, რომ დანიელ ბრანდსთან მარცხის შემდეგ, ლეგენდარულმა მოთამაშემ ზურგის ტრავმის გამო დაიჩივლა.

"ჩემი მონრეალში თამაში ჯერ დადასტურებული არ არის, რადგან ზურგის ტრავმის მკურნალობა აუცილებელია. სერიოზული დაზიანება მაქვს. ტკივილი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მარტში ინდიან უელსის ტურნირის დროს, მაგრამ მკურნალობა საჭიროა.

ვნახოთ, იქნება თუ არა აღდგენითი პროცესი ისეთი ეფექტური, რომ მე შევძლო მონრეალის კორტზე გასვლა. თუ ეს ასე
მოხდა, აუცილებლად ვითამაშებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი კვირა დასვენება მომიწევს"
, - განაცხადა შვეიცარიელმა.

* * *

ამასობაში, ესპანური გაზეთი "მარკა" იტყობინება, რომ მსოფლიოს მეოთხე ნომერმა რაფაელ ნადალმა, შესაძლოა, ცინცინატის მასტერსი გამოტოვოს. მიზეზად ის სახელდება, რომ მონრეალის მასტერსში მონაწილეობის შემდეგ, რაფაელი, სავარაუდოდ, ძალების დაზოგვასა და მუხლის მდგომარეობის შემოწმებას აირჩევს, რათა დასვენებული და მომზადებული შეხვდეს მოახლოებულ აშშ-ის ღია პირველობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერის წაგებები ზურგის ბრალია თუ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული