მარია შარაპოვას ბარძაყი სტკივა

AutoSharing Option
რუსული ჩოგბურთის პირველი ნომერი მარია შარაპოვა გამოტოვებს უმაღლესი კატეგორიის ტურნირს ტორონტოში, რომელიც აგვიტოს დასაწყისში აიღებს სტარტს. ამის შესახებ ორგანიზატორებმა გუშინ გამოაცხადეს.

ჩოგბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება ბარძაყის ტრავმის გამო მიიღო. შარაპოვას თქმით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ შეძლებს კანადაში თამაშს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი აშშ-ის ღია პირველობისთვის მზადების ციკლში. "მოუთმენლად ველოდი გამოჯანმრთელებას და კანადელი გულშემატკივრების წინაშე თამაშს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღდგენა ვერ მოვასწარი", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

კანადური ტურნირის 2009 წლის ფინალისტს უიმბლდონის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ შეჯიბრში. შეგახსენებთ,
რომ მარიამ გასულ კვირას გამოტოვა სტენფორდის ტურნირი.

ასე რომ, აშშ-ის ღია პირველობამდე პრაქტიკის მისაღებად, შარაპოვას მხოლოდ ორი ტურნირი რჩება - ნიუ ჰევენი და ცინცინატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მარია შარაპოვა "პორშეს" არეკლამებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩოგბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება ბარძაყის ტრავმის გამო მიიღო. ნაკლები უნდა იხტუნაოს მოედნის გარეთ,ბარძაყებს უნდა მოუფრთხილდეს ლოგინში.
giorgi
00:46 30-07-2013
0
მარია შარაპოვას ბარძაყი სტკივა----------------------------------------------------------------------------------------------------- ნამეტანს ტვირთავს ეს ქალი ბარძაყებს,თამაშის შემდეგ.
giorgi
00:54 30-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული