შოთა მეფარიძე ერევნის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ერევანში "პრეზიდენტის თასის" გათამაშება ჩოგბურთში დასასრულს უახლოვდება.

შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მათგან მეოთხედფინალს მხოლოდ ორმა უწია.

ისევ შეუპოვრად მიიწევს წინ ერევნის წინა ტურნირის გამარჯვებული შოთა მეფარიძე - სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გურამ თოხაძის შვილიშვილი.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა 15 აგვისტოს მეოთხედფინალში მე-10 ნომრად განთესილი მიხეილ ვოვკანეტი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:2, 6:2 აჯობა.

მოსალოდნელი იყო, რომ ერევნის კორტებზე ქართული ნახევარფინალი ეხილათ, მით უმეტეს, რომ გიორგი დათაშვილმა მასპინძელ სურენ ბაღდასარიანთან პირველ ხელში 3:6 მარცხის
შემდეგ მეორე სეტი მშრალი ანგარიშით მოიგო - 6:0, თუმცა მესამეში 2:6 დანებდა მეტოქეს და მაყურებლებში გადაინაცვლა.

მე-2 ნახევარფინალურ წყვილში მე-4 ნომრად განთესილი იანკელ ზემელი (ისრაელი) და ბოლათ მამირი (ყაზახეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მათ 15 აგვისტოს, შესაბამისად, რუსები - რომან ბლოხინი (0:6, 6:4, 6:4) და ტურნირის მე-2 ნომერი იაროსლავ პროსტაკოვი (6:3, 6:3) დაამარცხეს. გოგონები ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ: კარინე მარქაროვა-სოფია ესტერმანი, ანა მახორკინა-პოლინა პახომოვა (ოთხივე - რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული