ჩამონათვალი WTA-ს რეიტინგის მიხედვით შედგა. შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილი იქნება ამერიკელი სერენა უილიამსი, მეორე ნომრად - ბელორუსი ვიქტორია აზარენკა.
ამ ჩოგბურთელებმა გასულ კვირას, ცინცინატის ტურნირის ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა და აზარენკამ სამ სეტში გაიმარჯვა. აშშ-ის ღიაზე სერენა და ვიქტორია ფინალამდე არ შეხვდებიან ერთმანეთს. სხვათა შორის, შარშან ნიუ იორკში სწორედ მათ გაითამაშეს მთავარი პრიზი.
შეგახსენებთ, რომ ცინცინატიში წაგების მიუხე
განთესილთა საუკეთესო ათეულიდან ცხრა მოთამაშე შარშანაც TOP10-ში შედიოდა. გამონაკლისი სერბი ელენა იანკოვიჩია, რომელსაც 2012 წელს განთესვის 30-ე ნომერი ჰქონდა.
ათეულიდან გავარდა ავსტრალიელი სამანტა სტოსური, რომელიც ამჟამად მე-12 ნომრად იქნება განთესილი.
განთესილთა სრული სია
1. სერენა უილიამსი (აშშ)
2. ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი)
3. მარია შარაპოვა (რუსეთი)
4. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი)
5. სარა ერანი (იტალია)
6. ნა ლი (ჩინეთი)
7. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)
8. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)
9. ანჟელიკ კერბერი (გერმანია)
10. ელენა იანკოვიჩი (სერბეთი)
11. რობერტა ვინჩი (იტალია)
12. სამანტა სტოსური (ავსტრალია)
13. კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია)
14. ანა ივანოვიჩი (სერბეთი)
15. მარია კირილენკო (რუსეთი)
16. სლოუნ სტივენსი (აშშ)
17. საბინ ლისიცკი (გერმანია)
18. დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)
19. კარლა სურაეს ნავარო (ესპანეთი)
20. სორანა კირსტეა (რუმინეთი)
21. ნადია პეტროვა (რუსეთი)
22. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)
23. ელენა ვესნინა (რუსეთი)
24. ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)
25. ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი)
26. კაია კანეპი (ესტონეთი)
27. ალიზ კორნე (საფრანგეთი)
28. სვეტლანა კუზნეცოვა (რუსეთი)
29. მონა ბარტელი (გერმანია)
30. მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკეთი)
31. ლორა რობსონი (ბრიტანეთი)
32. კლარა ზაკოპალოვა (ჩეხეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"