სოფიო შაფათავა სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას მე-4 ნომრად განთესილი თბილისელი სოფიო შაფათავა.

23 აგვისტოს მეოთხედფინალში ჩვენებურმა იოლად სძლია ტურნირის მე-8 ნომერ რუს მარია მელნიკოვას - 6:2, 6:3.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ სეხნიას - სოფია კოვალეცს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე განა როზნიხირენკოს მოუგო - 3:6, 7:6, 6:0.

მეორე ნახევარფინალში მე-6 ნომერი პოლინა ვინოგრადოვა (რუსეთი) და დარია მირონოვა (რუსეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ვინოგრადოვამ ბრაზილიელი ლაურა რიგოზი ჩამოიშორა გზიდან - 6;1, 6:2, ხოლო მირონოვამ მე-2 ნომრად განთესილ
ვალენტინა ივახნენკოს აჯობა - 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული