პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ვინჩიმ ორჯერ დაიბრუნა დაკარგული საკუთარი მოწოდება, 2:4-ზე კი სამმაგი ბრეიკ-პოინტიდან გადაარჩინა საკუთარი გეიმი. თუმცა სეტის ბოლოს პენეტამ ორი თანაბარი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და პარტიაში გამარჯვება გამოსტაცა მეტოქეს. მეორე სეტი პენეტასთვის გაცილებით იოლი გამოდგა - ის
ამ ეტაპზე მისი მეტოქე ბელორუსი ვიქტორია აზარენკა იქნება, რომელმაც, მოლოდინისამებრ, ორ სეტში დაამარცხა სლოვაკი ვეტერანი დანიელა ჰანტუხოვა. ამ უკანასკნელს მეოთხედფინალამდე განთესილი მეტოქე არ ჰყოლია - მან დაამარცხა კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში გასული ორი ჩოგბურთელი და "უაილდ-ქარდის" ორი მფლობელი. საინტერესოა, რომ პირად შეხვედრებში აზარენკა და ჰანტუხოვა თანაბრად მიდიოდნენ - 2:2.
შეხვედრის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ შემდეგ აზარენკამ მოუმატა და წინ გაიჭრა. ჰანტუხოვა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ აზარენკა აქტიურად მოქმედებდა, შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა და მეტოქეს შანსი არ მისცა. პირველი სეტი ნახევარ საათში დასრულდა - 6:2.
მეორე სეტში ვიქტორიამ უფრო მეტი შეცდომის დაშვება დაიწყო, რამაც ჰანტუხოვას ბრეიკი მოუტანა. თუმცა ამას მოჰყვა სლოვაკის ჩავარდნა - ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და აზარენკამ მალე დაიბრუნა უპირატესობა. მართალია, მან მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მიღებაზე ითამაშა კარგად და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა - 6:2, 6:3.
¼-ფინალი
ფლავია პენეტა (იტა)-რობერტა ვინჩი (იტა, 10) 6:4, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:2, 6:3.
½-ფინალი
ს. უილიამსი (1)-ნა ლი (5); პენეტა-აზარენკა (2).
სერენას რაფა და როჯერი უნდა
ქალებს შორის მსოფლიოს პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ უარს არ იტყოდა მიქსტში ესპანელ რაფაელ ნადალთან ან შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ერთად გამოსვლაზე.
"დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მიქსტს ავსტრალიაში ან პარიზში, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაფიქრება შეიძლება, - ამბობს უილიამსი აშშ-ის ღიას ოფიციალურ ვებგვერდზე. - შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები - ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. კიდევ რამდენიმე წელი მაქვს ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად. თუმცა მე წყვილებში გამოვდივარ, სამივე თანრიგში თამაში კი შეუძლებელი იქნება. არ მინდა წყვილებს თავი დავანებო მიქსტის გამო. ასე რომ, სიტუაცია არც ისე მარტივია".
უმცროს უილიამსს კარიერაში მხოლოდ ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსის შერეულ წყვილთა თანრიგი არ აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ტორნადო, სახელად სერენა