ბათუმის ტურნირში ქართველები საკვალიფიკაციოს ვერ გასცდნენ

AutoSharing Option
ბათუმში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე რვა ქართველი ცდიდა ძალებს.

სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ძირითად ბადეში ვერ გააღწია. პირველივე წრეში დამარცხდნენ: თინათინ ყავლაშვილი - შახლა საიდოვა (რუსეთი) 6:4, 4:6, 4:6, ანა ქადაგიძე - ნატალია ორლოვა (რუსეთი) 0:6, 0:6, ბაბილინა მაჩაიძე - იასმინ შტაინერი (გერმანია) 0:6, 3:6, ლანა როსტიაშვილი - კარლა ფორტე (ბრაზილია) 2:6, 4:6, თამარ ჭალაგანიძე - სვიატლანა პირაჟენკა (ბელორუსი) 4:6, 1:6, მარიამ ღოღელაშვილი - ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) 5:7, 0:6, კლეოპატრა ქარუმაშვილი -
ანია პრისლანი 0:6, 0:6.

სტარტზე ერთადერთი გამარჯვება მარიამ ბოლქვაძემ მოიპოვა - მანაც რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს მოუგო - 6:2, 6:4, მეორეში კი სომეხ ანი ამირაგიანს დანებდა - 1:6, 1:6.

ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა ითამაშებს. რაც შეეხება წყვილებს, იქ პირველ წრეში შვიდი ჩვენიანი გამოვა: ეკატერინე გორგოძე, სოფიო შაფათავა - ირინა ხრომაჩევა, ეკატერინა იაშინა (ორივე - რუსეთი, მე-4 ნომერი), მარგალიტა ჩახნაშვილი, სოფიო ქვაცაბაია - მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი), ლაურა პიკოში (ბრაზილია), თამარ ჭალაგანიძე, ბაბილინა მაჩაიძე - მისა ეგუჩი, აკიკო ომაე (ორივე - იაპონია, 3), მარიამ ბოლქვაძე, ამინა ანშბა (რუსეთი) - ალიონა ფომინა (უკრაინა), ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
'კლეოპატრა ქარუმაშვილი - ანია პრისლანი 0:6, 0:6',

სახელი უცნაური აქვს ამ გოგოს და რაც მთავარია ანგარიშისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო :)
ჯონდი
16:55 16-09-2013
0

სიახლეები პოპულარული