ენდი მარეის წელს ვერ ვნახავთ?

AutoSharing Option
გაზეთ Daily Mail-ის ჟურნალისტმა მაიკ დიქსონმა გამოაცხადა, რომ ბრიტანელი ენდი მარეი ოპერაციის გაკეთებას აპირებს და ამის შემდეგ აღდგენითი პროცესი მთელ დარჩენილ სეზონს დაიკავებს. ასე რომ, სავარაუდოდ, მარეის ამ სეზონში კორტზე ვეღარ ვიხილავთ.

ამ კვირას 26 წლის ჩოგბურთელმა გადაწყვიტა, მოაგვაროს ხერხემლის პრობლემები, რის გამოც ხშირად გრძნობს ტკივილებს ბარძაყის არეში, განსაკუთრებით, ჰარდზე თამაშისას. ზურგი მარეის ბოლო წელიწადნახევარია აწუხებს და ამის გამო წელს რომის მასტერსი და როლან გაროსი გამოტოვა.

ამ სეზონის დარჩენილ ნაწილში ენდის ხუთ ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა - სამი აზიაში, პარიზის
მასტერსი და ATP-ის შემაჯამებელი ჩემპიონატი ლონდონში, მაგრამ 2013 წელს მარეის კორტზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

"მარეის სურს მოაგვაროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ის კორტზე მომავალი სეზონის სტარტზე დაბრუნდება. მისი მონაწილეობა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირში საეჭვოა, მაგრამ შესაძლებელი", - დაწერა თავის "ტვიტერზე" დიქსონმა.

მიმდინარე სეზონში ენდიმ მოიგო უიმბლდონი და ავსტრალიის ღიას ფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ენდი მარეი: რატომ ითამაშა მადრიდის "რეალმა" "ჩელსის" ფორმით?
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული