წლეულს მარია შარაპოვას კორტზე ვერ ვნახავთ

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მესამე ნომერს, რუს მარია შარაპოვას ამ სეზონში კორტზე ვეღარ ვიხილავთ. ჩოგბურთელმა უარი თქვა წლის შემაჯამებელ ტურნირში გამოსვლაზე, რადგან ჯერაც მხრის ტრავმის აღდგენით კურსს გადის და ვერ ასწრებს ოქტომბრის ბოლოსთვის მწყობრში ჩადგომას.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერ შევძლებ წელს ამ ტურნირზე გამოსვლას. სტამბულელი გულშემატკივრები ყოველთვის თბილად გვხვდებიან და ძალიან დამაკლდება მათი ენერგეტიკა შემაჯამებელ ჩემპიონატზე. იმედი მაქვს, მომავალში მექნება თურქეთში თამაშის საშუალება", - მოჰყავს შარაპოვას სიტყვები WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდს.

ამ მომენტისთვის, წლის ბოლო ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს
ამერიკელმა სერენა უილიამსმა, ბელორუსმა ვიქტორია აზარენკამ, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ, ჩინელმა ნა ლიმ, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, იტალიელმა სარა ერანიმ და სერბმა ელენა იანკოვიჩმა. სულ ტურნირში მონაწილეობას იღებს სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა აგვისტოს შემდეგ არ გასულა კორტზე. სტამბულში წლის ტურნირი 22-27 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შარაპოვა და რადვანსკა სტამბულში მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული