ეკა გორგოძე ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

პირველ წრეში ესტონელი პოკრარის დამარცხების შემდეგ მე-8 ნომრად განთესილი ჩვენებური 10 ოქტომბერს ანა კლასენს (გერმანია) დაუპირისპირდა.

პირველი ხელი გორგოძემ 6:4 მოიგო, მეორე კი უფრო იოლად დათმო - 3:6. სამაგიეროდ, მე-3 სეტში შეძლო ძალების მობილიზება და ალემან მეტოქეს 6:4 სძლია.

მეოთხედფინალში იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარტინა კუბიჩიკოვასთან (ჩეხეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა ასევე დაძაბულ ორთაბრძოლაში აჯობა თანამემამულე ბარბორა სტეფკოვას - 3:6, 6:4, 6:3.

ამერიკული მაკონი ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან
ტურნირს მასპინძლობს. მე-4 ნომრად განთესილმა თბილისელმა ანა ტატიშვილმა 10 ოქტომბერს მეორე შეხვედრაც მოიგო - ამჯერად კანადელი კაროლ ჟაო ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 4:6, 6:0.

მეოთხედფინალში იგი ამერიკელ ნიკოლ გიბსს დაუპირისპირდება, რომელიც მე-2 წრეში თანამემამულე ალექსანდრა სტივენსონთან შეხვედრას 4:2-ს რომ იგებდა, მეტოქემ ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული