ნა ლი რეიტინგში მესამეა

AutoSharing Option
ორშაბათს გამოქვენებული ახალი რეიტინგის თანახმად, ქალთა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში ერთი ცვლილება მოხდა - კარიერაში პირველად ჩინელი ნა ლი მესამე ჩოგანი გახდა.

აზიელმა სტამბულში ფინალამდე მიაღწია, სადაც სერენა უილიამსთან დამარცხდა; მანამდე კი ლიმ ერთმანეთის მიყოლებით მოუგო სარა ერანის, ელენა იანკოვიჩს, ვიქტორია აზარენკასა და პეტრა კვიტოვას. ის, რომ ნა ლი მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდებოდა, ნახევარფინალში კვიტოვას დამარცხების შემდეგ გაირკვა.

საბოლოოდ, ლიმ 925 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მეხუთედან მესამე ადგილამდე გადაინაცვა - უკან ჩამოიტოვა მ
არია შარაპოვა და აგნიეშკა რადვანსკა. ადრე არც ერთი აზიელი ჩოგბურთელი არ ყოფილი რეიტინგის პირველ სამეულში – არც ATP-ში და არც WTA-ში.

რაც შეეხება მამაკაცთა განახლებულ რეიტინგს, იქ ტოპ-ათეულში ცვლილება არ მომხდარა.

TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 13 260
2(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 046
3(5). ნა ლი (ჩინ) 6 045
4(3). მარია შარაპოვა (რუს) 5 891
5(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 875
6(6). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 775
7(7). სარა ერანი (იტა) 4 435
8(8). ელენა იანკოვიჩი (სერ) 4 170
9(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 965
10(10). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 520

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული