მარტინა ჰინგისი აღარ დაბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი მომავალ სეზონში მონაწილეობას აღარ მიიღებს ოფიციალურ ტურნირებში, - იტყობინება Yahoo! Sports-ი.

მარტინამ, რომელიც ამა წლის ივლისში დაბრუნდა კორტზე, გადაწყვიტა, საბოლოოდ დაასრულოს პროფესიული კარიერა. ჰინგისი, სავარაუდოდ, რამდენიმე კომერციულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და ამით შემოიფარგლება მისი კორტზე გამოჩენა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩოგბურთელმა სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად WTA-ს რამდენიმე ტურნირში წყვილებს შორის ითამაშა. ეს დუეტი აშშ-ის ღია პირველობაზეც ვიხილეთ, თუმცა არც ერთ შეჯიბრებაში სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

მარია აქაც ათეულშია
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა სპორტისა
და შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ბიზნეს-ლედის ტოპ-ათეულში შევიდა. რეიტინგი ამერიკულმა გამოცემა Fortune-მა შეადგინა.

ამ სიაში მარიას შეყვანის საფუძველი გახდა მის მიერ ტკბილეულობის საკუთარი ხაზის - Sugarpova-ს გამოშვება. დღეისთვის მარია აქტიურ რეკლამას უკეთებს თავის ბრენდს სამხრეთამერიკულ ბაზარზე.

შარაპოვას გარდა, ჟურნალ Fortune-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულში ვხედავთ მოდელ ტაირა ბენქსს, მსახიობებს - გვინეტ პელტროუსა და ჯესიკა ალბას და სხვა ვარსკვლავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვა სოციალური ქსელების დედოფალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული