ხუან მარტინ დელ პოტრომ ლიონელ მესის გაუსწრო

AutoSharing Option
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო 2013 წელს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. ჩოგბურთელმა ამ საპატიო ტიტულისთვის ბრძოლაში დაამარცხა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლეო მესი, რომელმაც გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.

"ეს ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის. ასეთ წარმატებას არ ველოდი. მთავარია, რომ ისევ ვიგრძენი მსოფლიო საჩოგბურთო ელიტასთან სიახლოვე. მოუთმენლად ველოდები მომავალ სეზონს. ძალიან რთული იქნება ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალისა და ენდი მარეის პოზიციებზე იერიშის მიტანა, მაგრამ მჯერა, რომ შევძლებ ამის გაკეთებას
", - განაცხადა დელ პოტრომ.

ამ სეზონში სამხრეთამერიკელმა მოიგო
ოთხი ტიტული, მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალს და დაამარცხა პროფესიული ტურის "დიდი ოთხეულის" (რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, ენდი მარეი) ყველა წევრი.

დელ პოტრო კარიერაში მეორედ გახდა არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი. პირველად ეს მოხდა 2009 წელს, როცა მან აშშ-ის ღიაზე იმარჯვა.

* * *
შვეიცარიელი ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა პრეტენზიას აცხადებენ შვეიცარიის 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულზე. მათ გარდა, ამ პრიზის მოსაპოვებლად კანდიდატები არიან: ფაბიან კანჩელარა (ველოსპორტი), დარიო კოლონია (თხილამურები), ლუკას ფიშერი (ტანვარჯიში), ალექს ფივა (სათხილამურო ფრისტაილი), რომან იოსი (ჰოკეი), იური ბოდლადჩიკოვი (წყლის თხილამურები), ნინო შურტერი (ველოსპორტი), მატიას სემპაჰი (ჭიდაობა).

გამარჯვებული 15 დეკემბერს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი: ტურნე 10 მილიონად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული