ცხრა წლის მოცურავის კეთილშობილური საქციელი

AutoSharing Option
ცხრა წლის მოცურავემ, ჯოშ ჟუკოვსკიმ, რომელმაც მთავარი პრიზი მოიგო ტურნირზე ძირითადი კონკურენტის, რიზ ბრანზელის არყოფნაში, ყველა მოპოვებული ჯილდო მეტოქეს გაუგზავნა, ვინც შეჯიბრებას ავადმყოფობის გამო ტოვებდა.

სტარტის წინ ჯოშმა შეიტყო, რომ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებდა მისი მთავარი კონკურენტი რიზ ბრანზელი. ნორჩ სპორტსმენს ბარძაყში ბაქტერიული ინფექცია აღმოუჩინეს და საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმების მოთხოვნით, რიზი კლინიკაში ორი კვირა უნდა დარჩენილიყო, რაც გამორიცხავდა მის მონაწილეობას ტურნირში.

ჟუკოვსკი ძალიან განაწყენდა იმის გამო, რომ მისი მთავარი კონკურენტი არ იქნებოდა აუზში. მან ოქროს ხუთი მედალი და ტურნირის საუკეთესო
მოცურავის პრიზი მოიგო, მაგრამ ამ ჯილდოებით ხელდამშვენებული ბრანზელის მწვრთნელს მიადგა.

ჟუკოვსკიმ სთხოვა მწვრთნელს, თავისი ტიტულები საავადმყოფოში მყოფი კონკურენტისთვის გადაეცა, თან ჯილდოებს წერილიც დაურთო თან:

"ვწუხვარ შენი ავადმყოფობის გამო. მალე გამოჯანმრთელდი, რათა ისევ შევძლოთ გაჯიბრება. შენ ჩემი აღმაფრენის წყარო იყავი, ვუყურებდი შენს გამოსვლებს და კიდევ უფრო სწრაფად ცურვის სურვილი მიჩნდებოდა. ამ ტურნირზე რომ ყოფილიყავი, მე, შესაძლოა, მეორე ადგილზე გავსულიყავი. ასე რომ, ჩემს პრიზებს შენ გიგზავნი. იმედია, მალე შევხვდებით ერთმანეთს აუზში. შენი მეგობარი, ჯოში
".

ეს ბიჭები უკვე სამი წელია ეჯიბრებიან ერთმანეთს. რიზის მშობლებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ყველაზე კეთილშობილური საქციელი, რაც კი მათი ოჯახის მიმართ გაკეთებულა. ეს დაეხმარა 10 წლის ბრანზელს, საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა და ისევ გაეგრძელებინა ვარჯიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული