სტანისლას ვავრინკამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მელბურნში დასრულდა წლის პირველი "დიდი სლემის" ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა. ვაჟთა ფინალში სენსაცია ვიხილეთ - შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ დაამარცხა რაფაელ ნადალი - 6:3, 6:2, 3:6, 6:3.

ეს შვეიცარიელი ჩოგბურთელის პირველი "დიდი სლემის" ტიტულია, ორშაბათს ახალ რეიტინგში ვავრინკა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდება.

"გასულ წელს გიჟური მატჩი მქონდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან, წაგების მერე კი ვტიროდი. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, თუმცა აქ გამარჯვებაზე ოცნება არ შემიწყვეტია", - განაცხადა ვავრინკამ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფაააა შენ რომ აიშლები ხო ვეღარაფერი დაგალაგებს! - პირველი სეტის მეოთხე გეიმში ჩარჩი და ვეღარ დაილაგე ნერვები!
brola
20:39 26-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული