რეიტინგები: სამი ჩემპიონების რიცხვია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გამოქვეყნდა განახლებული რეიტინგები, რომლებშიც სერიოზული გადაადგილებები მოხდა. მამაკაცთა ტურნირის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ კარიერაში პირველად დაიკავა მესამე ადგილი. მელბურნში ტრიუმფმა სტენს რეიტინგში ხუთი საფეხურით მაღლა ასვლის საშუალება მისცა.

ორ-ორი პოზიცია დაკარგეს კლასიფიკაციაში ესპანელმა დავიდ ფერერმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ. ვავრინკას თანამემამულემ, როჯერ ფედერერმაც უკან დაიხია და ახლა მერვე ადგილი უკავია.

აღვნიშნავთ ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის პროგრესს, რომელიც პირველად შევიდა TOP20-ში და ახლა მე-19 ადგილზეა.

* * *
ავსტრალიის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი, ჩინელი ნა ლი ისევ გახდა
მსოფლიოს მესამე ჩოგანი. მელბურნში გამარჯვებამ აზიელ ჩოგბურთელს ერთი საფეხურით მაღლა ასვლის საშუალება მისცა და ახლა მხოლოდ 11 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ ვიქტორია აზარენკას.

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მეხუთე პოზიციამდე დაეშვა. მან არა მხოლოდ ნა ლი, არამედ პოლონელი აგნიეშკა რადვანსკაც გაუშვა წინ. ასევე პირველად შევიდა საუკეთესო ათეულში რუმინელი სიმონა ჰალეპი.

ავსტრალიის ღიას ფინალისტი დომინიკა ციბულკოვა მე-13 ადგილზე გადავიდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ კანადელი ეჟენი ბუშარის პროგრესი, რომელიც ახლა მე-19 პოზიციაზეა ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალში გასვლის წყალობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული