ციბულკოვამ ოთხ მატჩში შვიდი სეტი მოიგო და არც ერთი არ წააგო. ნახევარფინალში სლოვაკმა მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა კორტზე, რადგან მისმა მეტოქემ შუაი ჟანგმა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა შეხვედრა.
ციბულკოვას მეტოქედ ფინალში კანადელ ეჟენი ბუშარს ვარაუდობდნენ, მაგრამ მან მოულოდნელად სამ სეტში წააგო ფრანგ კაროლინ გარსიასთან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელისთვის
მაგრამ გარსიამ ფინალამდე ვერ მიაღწია, რადგან ნახევარფინალში ამერიკელ კრისტინა მაკჰეილთან წააგო იმის მიუხედავად, რომ მესამე სეტში 2:0-ს იგებდა.
ფინალი სანახაობრივი გამოვიდა. ციბულკოვას დიდი ჯაფა დაადგა ტიტულის ასაღებად. ბრძოლა 2 საათი და 54 წუთი გაგრძელდა. პირველ პარტიაში დომინიკამ ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკელმა გაათანაბრა ანგარიში. მესამე სეტში ციბულკოვა 5:2 დაწინაურდა, მაგრამ ნაადრევად მოდუნდა და კინაღამ დაისაჯა. მაკჰეილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ციბულკოვას მოწოდება დაეხმარა. სლოვაკი რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-11 ადგილზე ავიდა.
* * *
ჩეხი კლარა ზაკოპალოვა საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ შეძლო პოტენციალის რეალიზება. მართალია, ის რეგულარულად თამაშობდა WTA-ის ტურნირების ფინალებში, მაგრამ 2005 წლის შემდეგ არ მოეგო ტიტული. ამ ცხრა წლის განმავლობაში, ჩეხმა ექვს ფინალში ითამაშა და ყველა წააგო, მათ შორის, წელს ჰობარტში, როცა გადამწყვეტი მატჩი გარბინ მუგურუსას დაუთმო. და აი, ეს ჩოგბურთელები გასულ კვირას ფლორიანაპოლისის ფინალში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 32 წლის ზაკოპალოვამ ნახევარფინალსა და ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილ ესპანელებს - კარლა სუარეს ნავაროსა და მუგურუსას აჯობა. არადა, ეს უკანასკნელი გადამწყვეტ მატჩში 6:4, 5:2-ს იგებდა და აქედან მოყოლებული, ზაკოპალოვამ ზედიზედ 11 გეიმი აიღო!
აკაპულკო
ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 1)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 7:6(3), 4:6, 6:4.
ფლორიანაპოლისი
ფინალი
კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 3)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 2) 4:6, 7:5, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"