ATP-მ ლეგენდების საბჭო შექმნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ოთხი ყოფილი პირველი ნომერი - ამერიკელი ჯონ მაკინროი, გერმანელი ბორის ბეკერი, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი და ესპანელი კარლოს მოია ATP World Tour-ის ლეგენდების საბჭოში შეიყვანეს.

ეს ჯგუფი დაკავებული იქნება იმ პროგრამების შემუშავებით, რომლებიც ჩოგბურთში ცვლილებების განხორციელებას უკავშირდება. პარალელურად, შეიქმნა ბიზნესჯგუფი, რომლის წევრები ანალოგიური ამოცანების გადაწყვეტაზე იმუშავებენ.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჩოგბურთი უნდა შენარჩუნდეს, როგორც მომხიბვლელი ბიზნესპროდუქტი და ამისთვის საჭიროა ცვლილებები, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებზე არაფერი თქმულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული