"დიდი სლემის" ტურნირებზე მე-18 ტიტულის მოგების მცდელობისას უდიდეს ზეწოლას ვგრძნობდი, რადგან მინდოდა, ამ მაჩვენებლით გავთანაბრებოდი კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას. გამიჭირდა ამ ზეწოლასთან გამკლავება და გავიფიქრე კიდეც: "საერთოდ შევძლებ კი ამის გაკეთებას თუ ლეგენდების უკან დავრჩები?" საბედნიეროდ, ახლა 18 ტიტული მაქვს, ამიტომაც მე-19 გამარჯვების მოპოვებას გაცილებით იოლად შევძლებ", - განაცხადა სერენამ.
სხვათა შორის, გუშინ ამერიკელმა მორიგი აღიარება მოიპოვა - ის კარიერაში მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი წლის შედეგების მიხედვით. ამ ტიტულს ყოველწლიურად ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ანიჭებს. მამაკაცებს შორის ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.
მამაკაცებს შორის საუკეთესო დუეტის პრიზი მიიღეს ამერიკელმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა, ქალებს შორის იტალიელებმა - სარა ერანიმ და რობერტა ვინჩიმ. საუკეთესო იუნიორებად დასახელდნენ - ამერიკელი კატრინ ბელისი და რუსი ანდრეი რუბლიოვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"