შამილ ტარპიშჩევი დებ უილიამსებს უჩივლებს

AutoSharing Option
რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპიშჩევი ამერიკელი ჩოგბურთელების - სერენა და ვინუს უილიამსმების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ვარიანტს განიხილავს.

"რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს - ვუჩივლოთ თუ არა სასამართლოში დებ უილიამსებს მიკერძოებული დამოკიდებულების გამო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სასამართლოს ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დები უილიამსების მისამართით ტარპიშჩევის ხუმრობაში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა. ჩოგბურთელებმა ყურადღება მიაქცეს იმას, ფედერაციის პრეზიდენტმა სერენასა და ვინუსს ძმები უწოდა, სასამართლოს კი მიაჩნია, რომ ტარპიშჩევს მხოლოდ უილიამსების ფიზიკური მონაცემები ჰქონდა მხედველობაში.

უფრო ადრე, ტარპიშჩევმა არაერთხელ მოუხადა ბოდიში
ამერიკელებს, მაგრამ დებმა ეს არ მიიღეს. სერენა უილიამსმა ხუმრობას სექსისტური უწოდა. ასევე გამოვიდა პრეზიდენტის წინააღდეგ რუსი მარია შარაპოვა.

ასევე შეგახსნებთ, რომ ერთ-ერთ რუსულ შოუში ამ არაკორექტული ხუმრობისთვის ტარპიშჩევი ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 25 ათასი დოლარით დააჯარიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული