პეტრა კვიტოვა ჩეხეთში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

AutoSharing Option
ქალთა რეიტინგის მეოთხე ნომერი პეტრა კვიტოვა ჩეხეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

24 წლის ჩოგბურთელმა წელს კარიერაში მეორედ მოიგო უიმბლდონი, გაიმარჯვა ფედერაციის თასზე და აგრეთვე, მთავარი პრიზი მოიპოვა ნიუ ჰევენისა და უჰანის ტურნირებზე.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა სნოუბორდისტმა ევა სამკოვამ, მესამეზე გავიდა მოციგურავე მარტინა საბლიკოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პეტრა ჩეხეთში 2014 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად გამოაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული