ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია

AutoSharing Option
გუშინ, ლონდონში გაიმართა წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადაანაწილეს.

"ჯონ მაკინროის" ჯგუფში მოხვდნენ: ენდი მარეი (ბრიტანელი), კეი ნიშიკორი (იაპონია), სტენ ვავრინკა (შვეიცარია), მარინ ჩილიჩი (ხორვატია).

"ივან ლენდლის" ჯგუფი ასე გამოიყურება: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), გაელ მონფილსი (საფრანგეთი), მილოშ რაონიჩი (კანადა), დომინიკ ტიმი (ავსტრია).

თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი გავა ნახევარფინალში.

ტურნირი 13-20 ნოემბერს გაიმართება.

ოფიციალურად პირველი!
ბრიტანელი ენდი მარეი ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში ATP-ის კლასიფიკაციას. ამით მან დაამხო სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ჰეგემონია, რომელიც, ჯამში 223 კვირის განმავლობაში
იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

რეკორდსმენი ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერია (301 კვირა), რომელმაც ერთბაშად შვიდი პოზიცია დაკარგა და პირველად 2002 წლის შემდეგ, შვეიცარიელს ვერ ვხედავთ პირველ ათეულში. როჯერი ტოპ-ათეულში ზედიზედ 735 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯიმი კონორსს ჩამორჩა (788 კვირა 1973-88 წლებში).

* * *
ქალთა ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. გასულ კვირას, მხოლოდ ერთი ტურნირი გაიმართა - ჩინეთის ქალაქი ჟუჰაი მასპინძლობდა "მცირე" შემაჯამებელ ჩემპიონატს (WTA Elite Trophy), რომელიც ჩეხმა პეტრა კვიტოვამ მოიგო. მან ფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაამარცხა - 6:4, 6:2. კვიტოვამ კარიერაში მე-19 ტიტული მოიპოვა და მე-11 ადგილზე გადავიდა WTA-ის კლასიფიკაციაში.

WTA. TOP10
1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) 9 080
2(2). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
3(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 600
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 228
5(5). დ. ციბულკოვა (სლოვაკ) 4 875
6(6). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4 600
7(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 236
8(8). მედისონ კისი (აშშ) 4 137
9(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 4 115
10(10). იოჰანა კონტა (ბრიტ) 3 640
11(13). იოჰანა კონტა (ბრიტ) 3 485

ATP. TOP10
1(2). ენდი მარეი (ბრიტ) 11 185
2(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 10 780
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 115
4(5). მილოშ რაონიჩი (კან) 5 050
5(4). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 705
6(7). გაელ მონფილსი (საფ) 3 625
7(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 450
8(6). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 300
9(8). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 215
10(11). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 060
16(9). როჯერ ფედერერი (შვეიც) 2 130

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული