უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს

AutoSharing Option
ტრაგიკული ინციდენტი შეემთხვა უიმბლდონის ორგზის ჩემპიონს, ჩეხ პეტრა კვიტოვას. ჩოგბურთელს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. შემთხვევას ადგილი ჰქონდა კვიტოვას სახლში ჩეხეთის ქალაქ პროშტეევში, სადაც პეტრა ესპანეთში გატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ დაბრუნდა. დიდი ალბათობით, დამრღვევი არ ელოდა, რომ სახლში ვინმე დახვდებოდა.

თავდასხმის შედეგად, კვიტოვამ მარცხენა ხელის არეში დანით ჭრილობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, მაგრამ, შესაძლოა, ოპერაციის გადატანა მოუწიოს.

"წინასწარი მონაცემებით, ეს იყო შემთხვევითი დანაშაული. პეტრა დაჭრილია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. პოლიცია დამნაშავეს ეძებს",
- განაცხადა ჩოგბურთელის წარმომადგენელმა კარელ ტეიკალმა.

უკვე ცნობილია, კვიტოვა მონაწილეობას ვერ მიიღებს ჰოპმანის თასის გათამაშებაში. სწორედ ამ ტურნირით უნდა გაეხსნა ჩეხს 2017 წლის სეზონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული