პირველ სეტი მარათონული გამოდგა. ჩოგბურთელებმა 51 წუთი ითამაშეს და ყველაფერი მერვე გეიმში რადვანსკას მოწოდებაზე გადაწყდა. აქ 12-ჯერ დაფიქსირდა "თანაბარი" და ბოლოს ვინუსმა მაინც შეძლო ბრეიკის გაკეთება და შემდეგ სეტზე ჩაწოდება.
მეორე პარტიაში უილიამსი მოეშვა, რითაც პოლონელმა კარგად ისარგებლა და 5:1 წაიყვანა ანგარიში, რის
ვინუსის შემდეგი მეტოქე ახალგაზრდა თანამემამულე მედისონ კისი იქნება, რომელმაც ძალიან იოლად მოუგო სეხნია მედისონ ბრენგლს - 6:2, 6:4. კისი ამ ტურნირზე უიმბლდონის ორგზის ჩემპიონის პეტრა კვიტოვას დამარცხებით იწონებს თავს და სავარაუდოდ, დიდ ბრძოლას გაუმართავს უფროსს უილიამსს. აქამდე ისინი ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ორი წლის წინ გრუნტზე ვინუსმა მოიგო. ამ უკანასკნელს გამოცდილების მხრივაც დიდი უპირატესობა აქვს, რადგან კისი პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" მეოთხედფინალში.
* * *
ზედიზედ მესამე მატჩში მოუწია სერენა უილიამსს პირველი სეტის წაგების შემდეგ მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი ესპანელ გარბინ მუგურუსასთან, რომელთანაც შარშან როლან გაროსზე 2:6, 2:6 წააგო. მაგრამ პირველი სეტის შემდეგ რევანშზე არავინ ფიქრობდა - მუგურუსამ ეს პარტიაც 6:2 მოიგო და დაწინაურდა.
მეორე სეტში თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ 3:3-ზე სერენამ ბრეიკი შეასრულა და არც ერთი გეიმი აღარ მისცა მეტოქეს. მესამე პარტია მუგურუსას ბრეიკით დაიწყო, რასაც მოჰყვა მარათონული გეიმი ესპანელის მოწოდებაზე - უილიამსს ექვსი ბრეიკ-პოიტი ჰქონდა, რვაჯერ იყო "თანაბარი". ამერიკელმა მოიგო ეს უმნიშვნელოვანესი გეიმი და საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა - 2:6, 6:3, 6:2.
დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შემოგვთავაზეს. ამ შეხვედრას ხმაურიანი აფიშა ჰქონდა: შარშანდელი ფინალისტი ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ. აზარენკა წინ იყო ურთიერთშეხვედრებში - 7:2.
ამ მატჩში სამი სეტი გათამაშდა და სამივე ერთნაირად იწყებოდა - ვიქტორია 2:0 გადიოდა წინ. პირველ სეტში ციბულკოვამ 0:2-დან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 35 წუთში 6:2 მოიგო. მეორე სეტში ვიქტორიამ 2:0-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
დაიწყო მესამე პარტია და აზარენკა ისევ ბრეიკით გავიდა წინ. მესამე გეიმში მას ორი ქულა აკლდა იმისთვის, რომ სამგეიმიანი უპირატესობა მიეღო, მაგრამ ციბულკოვამ, რომელიც წაგების შემთხვევაში ტოპ-ოცეულის მიღმა ვარდებოდა, შეძლო საჭირო დროს თამაშში გარდატეხის შეტანა. სლოვაკმა მომდევნო შვიდი გეიმიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა დ 2 საათი და 9 წუთი ბრძოლის შემდეგ 6:2, 3:6, 6:3 მოიგო.
სლოვაკს თავის მომავალ მეტოქესთან - სერენა უილიამსთან ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს წაგებული. თუმცა გვახსენდება 2013 წლის მაიამის ტურნირი, როცა დომინიკა 6:2, 4:1 იყო დაწინაურებული, მაგრამ უილიამსმა შემოატრიალა მატჩის ბედი.
ქალები
1/8 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 24) 2:6, 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:2, 3:6, 6:3; მედისონ კისი (აშშ)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:2, 6:4; ვინუს უილიამსი (აშშ, 18)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 6) 6:3, 2:6, 6:1.
1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11); მედისონ კისი (აშშ)-ვინუს უილიამსი (აშშ, 18); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3); ეჟენი ბუშარი (კან, 7)-მარია შარაპოვა (რუს, 2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"