სერენა უილიამსი ინდიან უელსში ბრუნდება

AutoSharing Option
ქალთა რეიტინგის ლიდერმა და ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა 2015 წლის სეზონის პირველ ნაწილში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

"ვიცი, რომ სეზონის პირველი თვე რთული იქნება, მაგრამ შემდეგ მარტივად წარიმართება ყველაფერი.

ახლა დუბაიში მივემგზავრები და რამდენიმე კვირა კორტზე ვერ მიხილავთ.

საფრანგეთის ღია პირველობის წინ მხოლოდ ორ-სამ ტურნირში მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა ამერიკელმა ჩოგბურთელმა.

უმცროსი უილიამსის უფრო საინტერესო განცხადება ის არის, რომ ამერიკელი მონაწილეობას მიიღებს ინდიან უელსის ტურნირში, რომელიც 11-20 მარტს გაიმართება.

სერენა ამ ტურნირზე 2001 წლის შემდეგ არ გამოჩენილა, როცა ის
და ვინუს უილიამსი ტრიბუნებიდან რასისტული შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ.

მას შემდეგ უილიამსები ბოიკოტს უცხადებდნენ ინდიან უელსს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული