თუმცა მათმა თანამშრომლობამ მალე მოიტანა შედეგი. დანიელამ ტაილანდში თავის საყვარელ ტურნირზე მესამედ მოიპოვა ტიტული, სულ კი WTA-ს ტურში ეს მისი მეშვიდე გამარჯვება იყო.
ქალაქ პატაიაში გამართული ტურნირი შემადგენლობით ჩამორჩებოდა ანტვერპენის ტურნირს. ჰანტუხოვას პირველივე წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა ყაზახი ზარია დიასის სახით, რომელსაც სამ სეტში მოუგო, რის შემდეგაც იოლად ჩამოიცილა გზიდან ორი ჩინელი. ნახევარფინალში კი მორიგი რთული მატჩის ჯერი დადგა.
ახალზელანდიელმა
ფინალში დანიელა აილა ტომლიანოვიჩს შეხვდა. ხორვატული წარმოშობის ავსტრალიელისთვის ეს იყო პირველი ფინალი WTA-ს დონეზე. ამასთან, მას ჰარდზე ერთხელ ჰყავდა დამარცხებული სლოვაკი. ამჯერად, აბსოლუტურად თანაბარი თამაში გამოვიდა. ტომლიანოვიჩი ცუდმა მეორე მოწოდებამ დააღალატა, რის გამოც ათი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა. ჰანტუხოვამ ბოლო მომენტში გამოსტაცა გამარჯვება მეტოქეს - 3:6, 6:3, 6:4.
* * *
გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა ანტვერპენში კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო ისე, რომ ფინალში ბრძოლა არ დასჭირვებია. გადამწყვეტი მატჩის წინ მისმა მეტოქემ, ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ ორგანიზატორებს აცნობა, რომ კისრის არეში ტკივილს გრძნობდა და ამის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე.
რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა სერიოზული დარტყმა იყო ბელგიური ტურნირისთვის, რომელიც 2008 წლის შემდეგ პირველად ტარდებოდა. ტურნირის დირექტორი კიმ კლაისტერსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფინალის დღეს ძველი წლების გახსენება და მაყურებლების გართობა მოუწევდა. ბელგიელმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო და პეტკოვიჩის წინააღმდეგ კორტზე გავიდა. უფრო მეტიც, კიმმა მოიგო მინი-მატჩი - 5:3, რის შემდეგაც გერმანელმა განაცხადა - კარგია, რომ კლაისტერსმა კარიერა დაასრულაო.
ყველაზე დაძაბული მატჩი კი მეორე წრეში გაიმართა. პეტკოვიჩმა რვა (!) მატჩბოლი მოიგერია ბელგიელ ელისონ ვან უიტვანკთან მატჩში. თამაშის ხანგრძლივობაც უნიკალური იყო - სამი საათი და 20 წუთი. ეს ჯერჯერობით ყველაზე გრძელი მატჩია ამ სეზონში ქალებს შორის. ბუნებრივია, ასეთი ტრიუმფის შემდეგ პეტკოვიჩი აღმაფრენას გრძნობდა და მეოთხედფინალში ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო დომინიკა ციბულკოვას - 7:6(2), 6:0, ნახევარფინალში კი ორი ტაი-ბრეიკი აიღო ბარბორა ზახვალოვასთან შეხვედრაში.
ანტვერპენში გამარჯვებით ანდრეა WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში გადაინაცვლებს.
ანტვერპენი (ბელგია)
ფინალი
ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 3)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 5) უარი.
პატაია (ტაილანდი)
ფინალი
დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"