"რუმინეთში საკუთარი მენტალიტეტი არსებობს და მოთამაშისთვის რთულია სხვა ქვეყნების მენტალიტეტის გაგება.
ასე რომ, მირჩევნია, ჩემს რუმინულ გუნდთან ერთად ვიმუშაო, ხოლო თუ კონსულტაცია დამჭირდება, შემიძლია ნებისმიერ თავისუფალ მწვრთნელს დავურეკო და მასთან ერთად ვითანამშრომლო.
ამასთან, დღეს ასევე მეხმარება "ადიდასის" გუნდი. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა", - ამბობს რუმინელი ჩოგბურთელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"