წყვილები. 73 (73). კალაშნიკოვა (1050), 229 (215). შაფათავა (258), 268 (271). გორგოძე (201), 378 (375). ქვაცაბაია (117), 849 (846). ბოლქვაძე (21),
რეიტინგში უწინდელი პოზიციები ვერც ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეინარჩუნა. ATP-ს კლასიფიკაციაში იგი 19 საფეხურით დაქვეითდა, რადგან ბოლოდროინდელ ტურნირებში ვერ იყოჩაღა: 182 (163). ნიკოლოზ ბასილაშვილი (272), 569 (545). ალექსანდრე მეტრეველი (54), 875 (870). გიორგი ცივაძე (18), 1221 (1221). გიორგი ჯავახიშვილი (6), 1430 (1430). ალექსანდრე ბაკში (3), 1722 (1720). ირაკლი მეტრეველი (1).
ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირასაც რამდენიმე ტურნირში ცდიან ძალებს. იტალიაში ქალთა 25.000-იან შეჯიბრებაზე იმყოფება სამი ჩვენებური. მათგან წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებული მასპინძელი - ფედერიკა პრატი დაამარცხა - 7:5, 6:2 და მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილ ქრისტინა კუცოვას (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ირინა რამიალისონს (საფრანგეთი) აჯობა - 7:6, 6:4.
სამწუხაროდ, თანამემამულეს მხარი ვერ აუბეს სოფიო შაფათავამ და მარგალიტა ჩახნაშვილ-რანცინგერმა, რომლებიც პირველ წრეში, შესაბამისად, ბიანკა ტურატისა (იტალია, 1:6, 2:6) და ჯიოა ბარბიერის (იტალია, 5:7, 3:6) დანებდნენ.
დუბაიში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (2.503.810) საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გასცდა ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველსავე წრეში რუმინელ მარიუს კოლიპთან დამარცხდა - 3:6, 6:7.
ანტალიაში ვაჟთა 10.000-იან ტურნირში ითამაშებს ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მე-6 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში იგი ლუკაშ გომესს (მექსიკა) შეხვდება; წყვილებში უზბეკ სანჯარ ფაზიევთან შეამხანაგებული ჩვენებური რუსებს - ტიმურ კიუამოვსა და მაქსიმ რატნიუკს დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"