კეი 2 ნოემბრიდან იმყოფებოდა მეხუთე ადგილზე. უფრო ზემოთ ასვლის საშუალება მას მისცა ორ პატარა ტურნირზე წარმატებულმა სერიამ. მან მოიგო ტურნირი მემფისში, ერთი კვირის შემდეგ კი მხოლოდ ფინალი წააგო აკაპულკოში. შესაბამისად, იაპონელმა შეავსო ქულათა მარაგი, იმ დროს, როცა მისმა მთავარმა კონკურენტმა ენდი მარეიმ უკან დაიხია.
იაპონელისთვის მეოთხე ადგილი - საუკეთესო შედეგია კარიერაში. ამასთან, როლან
* * *
ბორნა ჩორიჩმა დაიწყო მასზე გაცემული ავანსების გამართლება. დუბაიში ხორვატი ახალი თაობის საუკეთესო მოთამაშეს ჰგავდა. ნახევარფინალში გასვლამ მას საშუალება მისცა, მეცხრე ათეულიდან ზემოთ ასულიყო. ბუნებრივია, 61-ე ადგილი ჩორიჩის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბორნასთვის მთავარი ის არის, რომ ახლა ის, პრაქტიკულად, ყველა დიდი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.
* * *
ქალებს შორის წინა პლანზე დოჰას ტურნირის ფინალისტები იყვნენ. ვიქტორია აზარენკამ, როგორც იქნა, დაიწყო ელიტაში დაბრუნება. ყატარში ფინალში გასვლით ბელორუსი 10 საფეხურით ავიდა ზემოთ და ახლა 38-ე პოზიციაზეა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უიმბლდონამდე აზარენკას ყველა ქულა პლუსში წავა. თუ ორ უახლოეს დიდ ტურნირზე (ინდიან უელსი და მაიამი) ვიქტორია თავის ჩოგბურთს ითამაშებს, მას ტოპ-ოცეულში დაბრუნება განაღდებული ექნება. ამ მომენტისთვის აზარენკას TOP20-მდე 752 ქულა აშორებს.
დოჰას ტურნირის გამარჯვებულმა ლუსი საფაროვამ კარიერული რეკორდი განაახლა. ჩეხმა 28 წლის ასაკში პირველად გაიმარჯვა "პრემიერის" კატეგორიაში და მე-11 ადგილზე გადავიდა. ათეული მისთვის ძალიან ახლოსაა. მით უმეტეს, რომ გრუნტის ტურნირებზე შარშან ჩეხი ვერ ბრწყინავდა - არსად მეოთხედფინალზე შორს არ წასულა.
მის კონკურენტებს კი, პირიქით, ქულების დაცვის რთული გრაფიკი აქვთ. მაგალითად, იმავე ანდრეა პეტკოვიჩს, რომელიც მე-10 ადგილზეა, რეიტინგის მესამედი ნაწილი როლან გაროსის ნახევარფინალისგან აქვს.
ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 165
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 205
3(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 675
4(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 415
5(3). ენდი მარეი (ბრიტ) 5 370
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 980
7(7). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 595
8(9). დავიდ ფერერი (ესპ) 4 535
9(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 340
10(11). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 450
WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 592
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 8 215
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 571
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 395
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 730
6(6). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 425
7(7). ეჟენი ბუშარი (კან) 4 305
8(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 4 065
9(9). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 420
10(10). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 190
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"