ბერნანდ ტომიჩის კონფლიქტი ავსტრალიაში

AutoSharing Option
22 წლის ბერნარდ ტომიჩმა ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაცია უპატივცემულობასა და ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, ხოლო ავსტრალიური ჩოგბურთის ლეგენდას პატრიკ რაფტერს კარგი მსახიობი უწოდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასოციაციამ და პატრიკ რაფტერმა უარი განაცხადეს ბერნარდ ტომიჩისა და მისი 17 წლის დის - სარას სპონსორებაზე.

"გასული წელი ჩვენს ურთიერთობებში რთული გამოდგა. ყველა ფიქრობს, რომ ომი მაქვს პეტ რაფტერთან, მაგრამ ეს ასე არ არის. ის კარგი ბიჭია, - ამბობს ტომიჩი The Guardian-თან კომენტარში. - მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ის კარგი მსახიობია. მას გრძელი ენა
აქვს და ყოველთვის მზად არის პასუხის გასაცემად. ფედერაციაში ასწავლეს სწორი პასუხების გაცემა.

ჩემს მიმართ არანაირი პატივისცემა არ არსებობს. გასულ წელს, როცა ორი ოპერაცია გადავიტანე, ფედერაციიდან არავინ შემხმიანებია, არ უკითხავთ: "შეგვიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?" მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან აქამდე ფედერაცია მხარს მიჭერდა.

არ მინდა ცუდად გამიგოთ. როგორც რაფტერმა თქვა, ჩემში დიდი ფული ჩაიდო - ეს ასეა. მაგრამ რამდენიც ჩემში დახარჯეს, იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი აიღეს".

ტომიჩის კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩოგბურთის ასოციაციის მოულოდნელმა მოთხოვნამ - გასულ ზამთარს, პეტ რაფტერის არენის კორტების გამოყენებისთვის შესაბამისი საფასური გადაეხადა.

"მიგაჩნიათ, რომ სამართლიანია? რა თქმა უნდა, არა. სად გაქრა მხარდაჭერა? საქმე ფულში არ არის? საქმე ბანალურ პატივისცემაშია".

ამასთან, ტომიჩმა განაცხადა, რომ ლეიტონ ჰიუიტის კარიერის საპატივცემულოდ არ გამოუცხადებს ბოიკოტს დევისის თასის მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ, მაგრამ ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ ჩამოაშორა ტურნირს ჩოგბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული