სასტუმროს თანამშრომლებმა სტუმრებისგან საჩივარი მიიღეს იმ ნომრიდან ხმამაღალი მუსიკის გამო, რომელშიც ჩოგბურთელი გაჩერდა. თავდაპირველად, ტომიჩმა ყურადღება არ მიაქცია მეზობლებისა და ადმინისტრაციის თხოვნას, შემდეგ კი ემუქრებოდა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს თხოვნაზე - დაეტოვებინა ნომერი. საბოლოოდ, ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და 22 წლის სპორტსმენი დააპატიმრა.
მოგვიანებით, ავსტრალიელი 2 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს.
ცოტა ხნით ადრე, ტომიჩი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა დევისის თასის გუნდიდან გააძევეს ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"