ალექსანდრე მეტრეველი სტამბოლის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
სტამბოლში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით თამაშობს საქართველოს ნაკრების წევრი, ასპარეზობის მერვე ნომერი ალექსანდრე მეტრეველი.

9 ივლისს მეოთხედფინალში მან საკმაოდ იოლად მოუგო მეორე ნომრად განთესილ ძმიტრი ჟირმონტს (ბელორუსი) - 6:4, 6:0 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ანილ იუკსელის (თურქეთი) მძლეველ (6:4, 6:3) კემ ილკელს (თურქეთი) დაუპირისპირდება.

ისინი სტამბოლის წინა ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს და მეტრეველმა 6:1, 6:0 აჯობა, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე რეიტინგში ჩვენებურს 138 საფეხურით უსწრებს.

დანარჩენი ორი მეოთხედფინალური პაექრობა ასე დამთავრდა: ეგორ გერასიმოვი (ბელორუსი)-ხავიერ
მაესტრე (ესპანეთი) - 6:1, 6:1, ელდინ სეტკიჩი (ბოსნია)-ჰასან ნდაიშიმი (ბურუნდი) - 6:2, 6:4. მეორე ნახევარფინალში გერასიმოვი და სეტკიჩი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული