უიმბლდონის ციფრული მიმოხილვა

AutoSharing Option
1 - სერენა უილიამსმა კიდევ ერთი რეკორდი წაართვა მარტინა ნავრატილოვას. ეს უკანასკნელი "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული იყო. სერენამ განაახლა მისი რეკორდი, როცა 33 წლისა და 289 წლის ასაკში მოიგო უიმბლდონი.

1 - გარბინ მუგურუსა კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. გარდა ამისა, ესპანელი პირველად შევიდა WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში.

1 - მუგურუსა პირველი ესპანელია 2000 წლიდან, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალამდე მიაღწია. 2000 წელს, კონჩიტა მარტინესი როლან გაროსზე მერი პირსთან დამარცხდა.

1 - რიშარ გასკე ვერ გახდა პირველი
ფრანგი XXI საუკუნეში, ვინც უიმბლდონის ფინალში ითამაშებდა. ბოლო ფრანგი ფინალისტი იყო სედრიკ პიოლინი 1997 წელს.

2 - სერენა უილიამსს ზედიზედ 28 მატჩი აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტურნირებზე. ამერიკელისთვის ეს არის მეორე შედეგი კარიერაში. რეკორდი მაშინ დამყარდა, როცა უილიამსმა ზედიზედ 33 შეხვედრა მოიგო 2002-2003 წლებში. ის სერია როლან გაროსის ნახევარფინალში შეწყდა.

3 - აგნიეშკა რადვანსკა უიმბლდონის ყველაზე სტაბილური ჩოგბურთელია ბოლო წლებში. პოლონელმა სამჯერ მიაღწია ნახევარფინალამდე, აქედან მოიგო ერთი და წააგო ორი მატჩი.

9 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" მეცხრე ტიტული მოიგო და "მეიჯორებზე" გამარჯვებების რაოდენობით სუფთა მერვე ადგილზე გადავიდა. ლიდერობს ფედერერი 17 ტიტულით. სხვათა შორის, ჯოკოვიჩი - რიგით მეცხრე "სლემის" ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

როჯერ ფედერერი - 17
რაფაელ ნადალი - 14
პიტ სამპარასი - 14
როი ემერსონი - 12
ბიორნ ბორგი - 11
როდ ლეივერი - 11
ბილ ტილდენი - 10
ნოვაკ ჯოკოვიჩი - 9

10 - როჯერ ფედერერმა მეათედ ითამაშა უიმბლდონის ფინალში. საინტერესოა, რომ შვეიცარიელს არასოდეს წაუგია ნახევარფინალურ ეტაპზე.

10 - რიშარ გასკე ათი წელია ვერ ახერხებს მსოფლიოს პირველი ჩოგანის დამარცხებას. ფრანგმა კარიერაში ერთადერთხელ მოუგო კლასიფიკაციის ლიდერს - 2005 წელს სძლია როჯერ ფედერერს.

12 - ენდი მარეიმ ზედიზედ მეთორმეტედ წააგო ჩოგბურთელთან, რომელიც მეორე ადგილზეა ATP-ის კლასიფიკაციაში.

20 - მარია შარაპოვა და სერენა უილიამსი მეოცედ შეხვდნენ ერთმანეთს. რუსმა ისევ წააგო და მარცხდება ურთიერთშეხვედრებში - 2:18.

20 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვდერებში - 20:20. სერბს უფრო ხშირად მხოლოდ რაფაელ ნადალთან უთამაშია - 42-ჯერ, რაც აბსოლუტური რეკორდია.

21 - სერენა უილიამსმა "დიდი სლემის" 21-ე ტიტული მოიგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა, ამერიკელს "მეიჯორებზე" იმდენი გამარჯვება აქვს, რამდენიც მოქმედ ჩოგბურთელებს ერთად აღებული. აქ საჭიროა დაზუსტება: არ არის გათვალისწინებული მარტინა ჰინგისის შედეგები. შვეიცარიელი მოქმედი ჩოგბურთელია, მაგრამ ერთეულებში არ გამოდის.

სერენა უილიამსი - 21
ვინუს უილიამსი - 7
მარია შარაპოვა - 5
ვიქტორია აზარენკა - 2
პეტრა კვიტოვა - 2
სვეტალანა კუზნეცოვა - 2
ანა ივანოვიჩი - 1
ფრანჩესკა სკიავონე - 1
სამანტა სტოსური - 1

41 - როჯერ ფედერერი უიმბლდონის ყველაზე ასაკოვანი ფინალისტია ბოლო 41 წლის განმავლობაში. მხოლოდ კენ როზუოლი იყო 1974 წელს უფრო ხანდაზმული. მაშინ ავსტრალიელმა ტურნირზე 39 წლისა და 246 დღის ასაკში გაიმარჯვა.

150 - ენდი მარეიმ კარიერაში 150-ე მატჩი მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე.

200 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-200 მატჩი მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე.

248 - სერენა უილიამსის ლიდერობამ WTA-ის რეიტინგში 248 კვირას მიაღწია. მალე ამერიკელი გაუსწრებს კრის ევერტს (260 კვირა). რეკორდსმენია შტეფი გრაფი - 377 კვირა.

280 - სერენა უილიამსმა 280 მატჩი მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე, რითაც შტეფი გრაფს გაასწრო. ახლა, ამერიკელი მესამე ადგილზეა. ლიდერობს მარტინა ნავრატილოვა - 306 მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული