შარშანდელთან შედარებით, ნიუ იორკის კორტებზე გათამაშდება 10.5 პროცენტით მეტი თანხა და ის ჯამში 42.3 მილიონ დოლარს შეადგენს. მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულის ჰონორარი 3.3 მილიონ დოლარს (თითოეულისთვის) გაუტოლდება, ფინალისტებს 1.6 მილიონი დოლარი ერგებათ.
წყვილთა ტურნირში გამარჯვებულ დუეტს 570 ათასი შეხვდება, ფინალისტებს - 275 ათასი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის ღია პირველობაზე საპრიზო ფონდი 67 პროცენტით გაიზარდა. 2017 წლისთვის იგეგმება საერთო ჰონორარის 50 მილიონ დოლარამდე
ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან - ხორვატი მარინ ჩილიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"