გაღარიბებული ვაშინგტონი

AutoSharing Option
ბელარუსი ვიქტორია აზარენკა არ ითამაშებს ამ კვირას ვაშინგტონის ტურნირში. ამის მიზეზია მარჯვენა მხარის ტრავმა. ძირითად ბადეში ბელარუსს ამერიკელი კოკო ვანდევეგე შეცვლის.

ასევე ვერ ვიხილავთ ამერიკის დედაქალაქში კანადელ ეჟენი ბუშარს. ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ პრობლემა მუცლის კუნთის ტრავმაში მდგომარეობს.

აღვნიშნავთ, რომ ბუშარი კორტზე არ გასულა უიმბლდონის პირველ წრეში წაგების შემდეგ, სულ კი ბოლო 14 მატჩიდან 12 წააგო და კლასიფიკაციაში 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში არ ჩავლენ სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა და იტალიელი სარა ერანი.
ტურნირი ამერიკის დედაქალაქში 3-9 აგვისტოს გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი 227 ათას დოლარს უდრის.

* * *
ამ კვირას, ასევე იმართება WTA-ის ტურნირი სტენფორდში, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი კლასიფიკაციის ლიდერი სერენა უილიამსი.

პრესის ინფორმაციით, მიზეზი იდაყვის ტრავმაა, რის გამოც ამერიკელმა კარიერაში მცირე პაუზა აიღო.

"ძალიან მიყვარს ეს ტურნირი და ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ იქ ჩასვლას. აღდგენა ვერ მოვასწარი, ამიტომაც ვერ ვითამაშებ. იმედია, მომავალ სეზონში მიხილავთ სტენფორდში", - განაცხადა სერენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული